ობიექტის მონიტორინგის კოორდინატორი - ლოგისტიკის განყოფილება — თიბისი

თიბისი — ლოგო
თიბისი

ობიექტის მონიტორინგის კოორდინატორი - ლოგისტიკის განყოფილება

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "თიბისი’’ აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მონიტორინგის კოორდინატორი - ლოგისტიკის განყოფილება (თბილისი) თანამდებობაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი

დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

  • ობიექტის მონიტორინგის კოორდინატორის ძირითადი ამოცანაა თიბისი ბანკის ლისის სათაო ოფისის მხარდაჭერა, გამართულად ფუნქციონირების მზადყოფნისთვის უზრუნველყოფა;
  • ობიექტზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოების პროგრესის დაფიქსირება და გეგმარებასთან შედარება;
  • კონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების ადგილზე დასწრების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ვიზუალური შემოწმება (ბაზისურ დონეზე) და შეუსაბამობების იდენტიფიცირება;
  • უსაფრთხოების ნორმების (HSE) დარღვევების დაფიქსირება;
  • ობიექტზე წესრიგისა და ორგანიზებულობის კონტროლი;
  • მარტივი ტექნიკური ხარვეზების და პრობლემების იდენტიფიცირება;
  • ფოტო/ვიდეო რეპორტინგის წარმოება (Before/After, პროგრესი, პრობლემები);
  • გამოვლენილი საკითხების დროული ესკალაცია;
  • ყოველდღიური სტატუსის რეპორტინგი;
  • სხვადასხვა საოპერაციო დავალებების შესრულება საჭიროებიდან გამომდინარე.

კვალიფიკაცია

  • საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

პიროვნული თვისებები

  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.