ნოტარიუსის თანაშემწე — ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო

ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო

ნოტარიუსის თანაშემწე

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე

ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის N2

ძირითადი მოვალეობები:

  • მოქალაქეების მიღება, კონსულტაციის გაცემა
  • ხელშეკრულებების, განცხადებების, სამკვიდრო მოწმობების, თანხმობების შედგენა, დოკუმენტებში მონაცემების შეტანა და მომზადება
  • დოკუმენტაციის რეგისტრაცია სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონულ რეესტრში
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ: სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში განაცხადების მიღება
  • დამოწმებული დოკუმენტების აკინძვა, სკანირება, სორტირება, ფაილებში ჩალაგება
  • ბაზაში მონაცემების შეყვანა და ჩანაწერების გაკეთება, სკანირებული დოკუმენტების ატვირთვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება
  • სასურველია 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS WORD)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დისციპლინირებულობა
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივლისი, 2026