.NET დეველოპერი
"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.
სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14ა
გრაფიკი: 10:00-18:00, ორშ-პარ.
ბენეფიტები: დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დასმულ ამოცანასთან გაცნობა, ამოცანის დასმის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციის გაწევა;
- რეალიზაციის ვადების სავარაუდო შეფასება;
- დასმული ამოცანის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
- გუნდის წევრებთან ერთად ჩართულობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროცესში;
- შემდგომ ეტაპზე პროგრამულ უზრუნველყოფაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში საკითხის იდენტიფიცირება/გადაჭრა.
ძირითადი მოთხოვნები და ტექნოლოგიური უნარები:
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება .Net დეველოპერის პოზიციაზე;
- .Net Core concepts
- OOP principles
- S.O.L.I.D Principles
- MS SQL and/or PostgreSQL
- Essential design principles/patterns
- unit testing tool/framework (xunit or nunit) (optional)
- Code versioning tools (GIT at least)
- REST, GraphQL (optional)
- Data structures and algorithms.
გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელფოსტა: მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.
გისურვებთ წარმატებებს!