ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი- ბათუმი
სს "ვიანი" "მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების (NICU) კლინიკური საქმიანობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სტანდარტების დანერგვისა და შესრულების უზრუნველყოფა;
- განყოფილების უსაფრთხო, უწყვეტი და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან/სამედიცინო დირექტორთან კოორდინაციით;
- პაციენტთა შეფასების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ინტენსიური მოვლის კლინიკური პროცესების ზედამხედველობა;
- რთული და მაღალი რისკის კლინიკური შემთხვევების მართვაში მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში კონსილიუმების ორგანიზება და კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
- განყოფილებაში პაციენტის მიღების, მკურნალობის, შიდა/გარე რეფერალის, ტრანსპორტირებისა და გაწერის პროცესების გამართული ორგანიზების უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან კოორდინაციით;
- განყოფილების ექიმებისა და საექთნო გუნდის ოპტიმალური სამუშაო ორგანიზების, მორიგეობებისა და უწყვეტი 24/7 კლინიკური დაფარვის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
- განყოფილების სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება, უწყვეტი სამედიცინო განათლების, კლინიკური სწავლებისა და პრაქტიკული ტრენინგების დაგეგმვა/კოორდინაცია;
- გუნდის პროფესიული კომპეტენციების შეფასება და ახალი თანამშრომლების კლინიკური ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მხარდაჭერა;
- დაქვემდებარებული განყოფილების მართვა, თანამშრომელთა ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ეფექტიანი განაწილება, სამუშაო პროცესისა და გუნდის შესრულების სისტემური შეფასება;
- კლინიკური შედეგებისა და ხარისხის ინდიკატორების მონიტორინგი და ანალიზი, გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე გაუმჯობესების ღონისძიებების ინიციირება;
- ლეტალური შემთხვევების, გართულებების, არასასურველი მოვლენებისა და მაღალი რისკის შემთხვევების კლინიკურ განხილვებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა და შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების განსაზღვრა;
- კლინიკური აუდიტების, შემთხვევათა განხილვებისა და განყოფილების კლინიკური პრაქტიკის პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი, დროული და კლინიკურ/მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისი წარმოების კონტროლი;
- ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნების დაცვა და NICU-სთან დაკავშირებული ინფექციური რისკების შემცირების ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა;
- მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და კრიტიკული რესურსების უსაფრთხო და რაციონალური გამოყენების ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;
- განყოფილების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის, სახარჯი მასალებისა და სხვა რესურსების საჭიროების შეფასება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
- მეანობა-გინეკოლოგიის, სამშობიარო ბლოკის, პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული, დიაგნოსტიკური და სხვა შესაბამისი სერვისების გუნდებთან ეფექტიანი კლინიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- პაციენტის ოჯახის წევრებთან ეფექტიანი და ეთიკური კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა და განსაკუთრებით რთულ კლინიკურ შემთხვევებში კომუნიკაციის პროცესის მხარდაჭერა;
- ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების გუნდთან თანამშრომლობა კლინიკური რისკების, ინციდენტების, შეუსაბამობებისა და გაუმჯობესების ღონისძიებების მართვის პროცესში;
- განყოფილებისთვის განსაზღვრული კლინიკური, ხარისხობრივი და ოპერაციული შესრულების ინდიკატორების მონიტორინგი და სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება;
- ჰოსპიტლის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, კლინიკური სტანდარტების, პროფესიული და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა განყოფილების ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში ნეონატოლოგია.
- უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები
სამუშაო გამოცდილება
- კლინიკური საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები / უნარები
- კლინიკური ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული ანგარიშვალდებულების გრძნობა;
- რთულ და გადაუდებელ კლინიკურ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად და დასაბუთებულად მიღების უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- საქმიანობის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მულტიდისციპლინურ გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
- თანამშრომელთა სწავლების, განვითარებისა და მოტივაციის უნარი;
- ეფექტიანი და ემპათიური კომუნიკაცია პაციენტის ოჯახის წევრებთან;
- კონფლიქტური და მაღალი სტრესის მქონე სიტუაციების მართვის უნარი;
- შედეგსა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას;
- თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
- სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო);
- "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.