ნედლეულის მიმღები - საწარმო — G&A Group

G&A Group

ნედლეულის მიმღები - საწარმო

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას ნედლეულის მიმღების (საწარმო) თანამდებობაზე.

"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

"G&A Group" მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობა:

  • საწარმოში ნედლეულის და შესაფუთი მასალების მიღება;
  • მიღებული ნედლეულის ვიზუალური კონტროლი;
  • ნედლეულის მიღების პროცესში კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა;
  • საწარმოს განყოფილებებისთვის საჭირო რაოდენობისა და სახეობის შესაფუთი მასალების ყოველდღიური გაცემა;
  • მასზე მიბარებული მარაგების სიზუსტისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • წარმოების დასრულების შემდეგ ნაწარმოები პროდუქციის საწყობში გადაბარების უზრუნველყოფა;
  • მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული საჭირო აქტების წარმოება.
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ერთჯერად კვებას;
  • დილის საათებში მეტრო "სარაჯიშვილიდან" ტრანსპორტირებას

"G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.