ნაპოლეონის მცხობელი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ნაპოლეონის მცხობლის პოზიციაზე!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ნაპოლეონის ცომის მომზადება და დამუშავება დამტკიცებული რეცეპტურის შესაბამისად;
- ცომის გაბრტყელება, ფენებად დაყოფა და ფორმირება ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით;
- ფირფიტების გამოცხობა დადგენილი ტემპერატურისა და დროის რეჟიმის შესაბამისად;
- გამოცხობის პროცესის მუდმივი კონტროლი;
- სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- შრომისა და საქმის სიყვარულს;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
- ანაზღაურება: 1300-1800 ლარი.
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass - ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.