მზის ელექტროსადგურის ოპერატორი - O&M- რუსთავი — ASTORIOS

ASTORIOS

მზის ელექტროსადგურის ოპერატორი - O&M- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ASTORIOS აცხადებს ვაკანსიას მზის ელექტროსადგურის ოპერატორის (O&M) პოზიციაზე, რუსთავში მდებარე მზის ელექტროსადგურზე. სამუშაო სრულდება ცვლებში და მოიცავს სადგურის მონიტორინგს, ვიზუალურ შემოვლას და ანგარიშგებას.

პირობები:

  • ადგილმდებარეობა: რუსთავი, საქართველო
  • კომპანიის ტიპი: განახლებადი ენერგია, ინდუსტრიული კომპანია
  • გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი
  • მიმართულება: ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება (O&M)
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ცვლებში (კვირაში 40 საათი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით + დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

  • SCADA სისტემის საშუალებით სადგურის მუშაობის, წარმადობისა და განგაშის სიგნალების მონიტორინგი.
  • გაუმართაობის, განგაშის ან მუშაობის გადახრის დაუყოვნებლივ შეტყობინება.
  • თითოეულ ცვლაში სადგურის ტერიტორიის გეგმური ვიზუალური შემოვლა.
  • ცვლის ჟურნალების, საკონტროლო სიის და ანგარიშების შევსება, პროცედურების დაცვა და ცვლის სათანადო გადაბარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის, ენერგეტიკის, ელექტრომექანიკის ან სხვა პირდაპირ დაკავშირებულ ელექტროტექნიკურ სპეციალობაში სავალდებულოა.
  • მინიმუმ 1 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ელექტრო, ინდუსტრიულ, ენერგეტიკის ან მსგავს ტექნიკურ სფეროში.
  • კომპიუტერის საბაზისო ცოდნა და მონიტორინგის სისტემებთან და სტანდარტულ ანგარიშებთან მუშაობის უნარი. (გამოყენებულ სპეციალურ პროგრამებთან მუშაობის ტრენინგებს ჩაგიტარებთ კომპანია)
  • ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო სამუშაო ცოდნა.
  • პასუხისმგებლობიანი, დისციპლინირებული და ყურადღებიანი; ცვლებში, ობიექტზე მუშაობის შესაძლებლობა. უპირატესობა მიენიჭებათ რუსთავში მცხოვრებ კანდიდატებს.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.