მუხუდო
მზარეულის დამხმარე
₾1430
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
ვეგანური სწრაფი კვების ობიექტი "მუხუდო MUHUDO" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციებზე
ლოკაცია: ზანდუკელის #2 (მეტრო რუსთაველთან)
ფუნქცია-მოვალეობები:
- რეცეპტებისა და საოპერაციო სტანდარტების დაცვით მზარეულის მხარდაჭერა;
- ნახევარფაბრიკატების დამუშავება და მომზადება;
- პროდუქციის მიღება, დახარისხება და ეტიკეტირება;
- ინგრედიენტების ვადების მონიტორინგი და უსაფრთხო შენახვა;
- სისუფთავის, ჰიგიენის და HACCP სტანდარტების დაცვა;
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და დახმარება დატვირთულ რეჟიმში;
- დისციპლინისა და სამუშაო ეთიკის სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
- მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- სწრაფად რეაგირების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გრაფიკი და ანაზღაურება:
- ანაზღაურება: 1300-1430 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: 5X2
- სამუშაო საათები: 6.5 საათიანი ცვლები, კვირაში 32.5 საათი
ბენეფიტები:
- სამუშაო საათებში უფასო კვება
- არასამუშაო დროს საკვებზე ფასდაკლება