მზარეული- ყვარელი — სასტუმრო ყვარლის ტბა

სასტუმრო ყვარლის ტბა — ლოგო
სასტუმრო ყვარლის ტბა

მზარეული- ყვარელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში და სტუმრებს სთავაზობს 100 ნომრიან სასტუმროს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, თანამედროვე საკონფერენციო სივრცეებს, სპა ცენტრს, ღია და დახურულ აუზებს, ველობილიკებსა და მრავალფეროვან გასართობ ინფრასტრუქტურას.

ჩვენი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე და ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გაიზიარებენ სტუმარმასპინძლობის საუკეთესო სტანდარტებს.

სასტუმრო "ყვარლის ტბა" ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ მზარეულს, რომელიც უზრუნველყოფს კერძების მაღალი ხარისხით მომზადებას და სტუმრებისთვის გამორჩეული კულინარიული გამოცდილების შექმნას.

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი

სამუშაო გრაფიკი: დინამიკური ცვლები

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
  • სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და ტრანსპორტირებას;

ძირითადი მოვალეობები:

  • მენიუში წარმოდგენილი კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • კერძების გემოვნური თვისებების, ვიზუალური პრეზენტაციისა და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • თითოეული კერძის ხარისხის, რაოდენობისა და ტემპერატურის შემოწმება სტუმართან გატანამდე;
  • საკვები პროდუქტების მიღების, შენახვისა და დამუშავების უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
  • მარაგების კონტროლი და პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის მონიტორინგი;
  • სურსათის უვნებლობის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
  • სამზარეულოში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და/ან ევროპული სამზარეულოს მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.