მზარეული- ყაზბეგი — სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი

სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი — ლოგო
სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი

მზარეული- ყაზბეგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
  • პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
  • ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
  • მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
  • მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
  • ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
  • მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.

საჭირო უნარები:

  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სამზარეულოში სწრაფად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
  • სასტუმროს ბუფეტის ტიპის საუზმის მომზადების გამოცდილება;
  • უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა.