მზარეული, მზარეულის დამხმარე
ჩვენი კაფეს გუნდი ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და საქმეზე ორიენტირებულ კადრებს მზარეულისა და მზარეულის დამხმარის პოზიციებზე.
1. მზარეული
ძირითადი მოვალეობები:
- კერძების მომზადება და გაფორმება დამტკიცებული რეცეპტურისა და სტანდარტების ზუსტი დაცვით
- HACCP (ჰასპის) სტანდარტების, სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა
- პროდუქციის ტემპერატურული რეჟიმების, შენახვის პირობებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი
- მარაგების სწორი მართვა, შეკვეთების მომზადება და სამზარეულოს პროცესების ეფექტურად წარმართვა
მოთხოვნები:
- მზარეულად მუშაობის გამოცდილება
- HACCP-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება
- სწრაფი, ორგანიზებული და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურობა
2. მზარეულის დამხმარე
ძირითადი მოვალეობები:
- უფროსი მზარეულის ასისტირება კერძების მომზადებისა და გაშვების (სერვირების) პროცესში
- ინგრედიენტების პირველადი დამუშავება, ჭრა და მომზადება (Prep)
- HACCP-ისა და სანიტარიული ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში
- სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის მუდმივი შენარჩუნება
- პროდუქციის მიღებასა და სწორ დასაწყობებაში მონაწილეობა
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების საბაზისო ცოდნა
- პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა და სწრაფი ათვისების უნარი
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
- ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:00
- შაბათი ან კვირა: 09:30 - 20:00
ანაზღაურება და პირობები:
- ანაზღაურება: 1200 - 1800 ₾ (განისაზღვრება პოზიციისა და გამოცდილების მიხედვით)
- სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
- უფასო კვება ცვლის განმავლობაში
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
სამუშაო ადგილი: Slink cafe, დავით აღმაშენებლის 73ა, თბილისი