მზარეული/მთავარი მზარეული- ქუთაისი — Kutaisi Bazaar Hotel

Kutaisi Bazaar Hotel

მზარეული/მთავარი მზარეული- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Kutaisi Bazaar Hotel არის ბუტიკური სტილის 8-ნომრიანი სასტუმრო&ბარი, სადაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობა და ქუთაისური ავთენტურობა ხვდება ერთმანეთს. ჩვენი მისიაა შევქმნათ უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის, სადაც მაღალი კლასის სერვისი ერწყმის ქუთაისურ უშუალობას.

გუნდში ვეძებთ ენერგიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მზარეულს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩვენი ბარის კულინარიულ მიმართულებას და შეინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტს.

ლოკაცია: ქუთაისი, ფალიაშვილის 17

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

  • კერძების მომზადება გაფორმება წინასწარ შედგენილი მენიუს მიხედვით
  • შეკვეთების კონტროლი და გაფორმება
  • მინიმალური ნარჩენები და მცირე სამზარეულოს ინვენტარის ეფექტური გამოყენება. ხარისხის და ვადების კონტროლი, პროდუქტის აღრიცხვა და ჩამოწერა
  • კალკულაციების დაცვა, თითოეული კერძის თვითღირებულებისა და ულუფების ზუსტი კონტროლი
  • სამზარეულოს სისუფთავის და რეცხვის კონტროლი
  • საჭიროების შემთხვევაში მენიუს დაკორექტირებაში, ახალი კერძების დამატებაში ინიციატივის გამოხატვა და მომზადება

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სისწრაფე და ხარისხზე ორიენტირება
  • უკუკავშირის მიღება და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი