მზარეული, მიმტანი- თელავი
კვების ობიექტში — თელავი
ადგილმდებარეობა: თელავი
ჩვენი გუნდი აფართოებს თანამშრომლების შემადგენლობას და ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და მოტივირებულ ადამიანებს შემდეგ პოზიციებზე:
ვაკანტური პოზიციები:
- მზარეული
- მიმტანი
სამუშაო პირობები:
- საათობრივი ანაზღაურება;
- ხელფასის გაცემა ორ კვირაში ერთხელ;
- საღამოს საათებში უფასო ტრანსპორტირება;
- თანამშრომლებისთვის კვება სამუშაო დღის განმავლობაში;
- მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ორივე პოზიციაზე შესაძლოა ადგილზე შესწავლა.