მზარეული- გუდაური
სასტუმრო MONTE აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა.
ლოკაცია: გუდაური
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 2000
ძირითადი მოვალეობები:
- შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
- ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
- ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
- ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
- სამზარეულოს დანადგარებისა აღჭურვილობის მონიტორინგი.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- საცხოვრებელს და კვებას სასტუმროში