მზარეული - დემი შეფი — თიბისი კონცეპტის კაფე

თიბისი კონცეპტის კაფე

მზარეული - დემი შეფი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თიბისი კონცეპტის კაფე აცხადებს ვაკანსიას მზარეულის (DEMI CHEF) პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხვავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოში მიმდინარე ყოველდღიურ პროცედურებში, მონაწილეობის მიღება.
  • პროდუქტის შემადგენლობებისა და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა.
  • მაღალი ხარისხის, გემოსა და ვიზუალის მქონე კერძების მომზადება.
  • საკვების დახარისხების, შენახვის უზრუნველყოფა, წესების მიხვედით.
  • სამზარეულოში არსებული სტანდარტების დაცვა.
  • HACCP სტანდარტების დაცვა.
  • ქეითერინგული კერძების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

გრაფიკი: კვირაში 5 დღე/დღეში 8 +1 საათი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას
  • კვებას
  • ფიტპასს
  • პროფესიულ განვითარებას
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი კონცეპტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. სს "თიბისი კონცეპტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი