მზარეული- ბათუმი
კომპანია "Maximus" — საქართველოში კრაფტული ლუდის ბაზრის ლიდერი, წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს მიღებას ხორცის სნექებისა და შებოლილი პროდუქციის საწარმოში მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ბათუმი, სოფ.სალიბაური
- ანაზღაურება: 1800 ლარიდან;
- სამუშაო გრაფიკი: 5/2;
ძირითადი მოვალეობები:
- ხორცის ნედლეულის მომზადება წარმოებისთვის;
- მარინადების მომზადება ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით;
- პროდუქციის ხარშვა, მარინირება და შებოლვა;
- მზა პროდუქციის დაჭრა და შეფუთვა;
- რეცეპტურისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა;
- HACCP-ისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მზარეულად ან კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული ენის სავალდებულო ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა და სიზუსტე;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ოფიციალურ დასაქმებას;
- წარმოების ტექნოლოგიების შესწავლას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.