მზარეული — August

samushao.ge
August — ლოგო
August

მზარეული

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ:

August აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

August-ს აქვს ევროპული მიმართულების სამზარეულო, სადაც სამუშაო პროცესიორგანიზებული და სტანდარტიზებულია.

ჩვენთან მზარეულის ყოველდღიური საქმიანობა ძირითადად მოიცავს სალათების, ბოქსებისა და სენდვიჩების მომზადებასა და აწყობას, პროდუქტის დამუშავებასა დამზა პროდუქციის ხარისხის კონტროლს.

პოზიცია არ გულისხმობს რთულ სარესტორნო სამზარეულოსა და მძიმესარესტორნო დატვირთვას — სამუშაო პროცესები გაწერილია და პროდუქციამზადდება August-ის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

მზარეულის ძირითადი მოვალეობები:

• კერძების მომზადება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;

•  ნედლეულისა და პროდუქტის დამუშავება;

•  მიღებული პროდუქტის ხარისხის, რაოდენობისა და ვარგისიანობისკონტროლი;

•  სამზარეულოს პროდუქციის მარაგების კონტროლი;

•  სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;

•  ჰიგიენის, სანიტარული და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

•  ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

•  კომპანიის შიდა სამუშაო სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

• ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• მოწესრიგებულობა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ჩვენ გთავაზობთ:

• 5 დღიან სამუშაო კვირას, შაბათ-კვირას დასვენება

• სასიამოვნო სამუშაო გარემოს წარმოების გუნდთან ერთად

• კვებაზე -30% ფასდაკლებას

• სამოტივაციო წახალისებებს

 

 

 

სამუშაო გრაფიკი: სრული (08:00-17:00) შაბათ-კვირა დასვენება

ანაზღაურება : 1500 ლარი

ლოკაცია: თბილისი, ბეჟანიშვილი ქ.4

 

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და კანდიდატებს აფასებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით; ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ან დარეკოთ ნომერზე: 500904231

 

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ