მზა პროდუქციის საწყობის მენეჯერი- საგურამო
"ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მზა პროდუქციის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობის ტვირთების მიღება, დასაწყობება და მართვა, დასაწყობების პრინციპების დაცვა. ნედლეულის მარაგის როტაცია - First In First Out (FIFO) -მკაცრად დაცვა;
- პროდუქციის ვადიანობის და შენახვის პირობების კონტროლი;
- შემოსული პროდუქციის კონტროლი;
- შემოსული პროდუქციისთვის პალეტ- ადგილების სისტემურად შემოწმება;
- მიღების პროცედურების დაცვა (აწონვა, ლაბორატორიის ინფორმირება);
- საწყობის თანამშრომელთა სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება;
- ინვენტარიზაცია;
- საწყობის თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვა და ტაბელის წარმოება;
- საწყობში არსებული ნაშთების რეგულარული აღრიცხვა და კონტროლი;
- სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel).
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც