მზა პროდუქციის გაცემის ოპერატორი — პარტნიორი

პარტნიორი — ლოგო
პარტნიორი

მზა პროდუქციის გაცემის ოპერატორი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია შპს „მზარეული 1“ აცხადებს ვაკანსიას მზა პროდუქციის გაცემის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა - სარაჯიშვილის ქ. 4, თბილისი, ავჭალა
  • გრაფიკი - 10:00-10:00 სთ (ყოველ მე-3-ე დღეს 24 საათიანი ცვლები)
  • ანაზღაურება - 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტების მიხედვით გასაცემი პროდუქტის მომზადება;
  • გასაცემი პროდუქციის დათვლა, რაოდენობების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ნაშთების კონტროლი;
  • შეფუთული პროდუქციის მიღება, დასაწყობება და აღრიცხვა;
  • საწყობში ყოველდღიური აღწერების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
  • ზედნადებების RS.GE-ზე ატვირთვა;
  • სამუშაო პროცესების შეფერხების, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);
  • საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება 1 წლიანი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სისწრაფე და მოქნილობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

  • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
  • ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის” ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
  • სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი” ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.