მუსიკის პედაგოგი
აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს მუსიკის პედაგოგის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მუსიკის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სკოლის საგაკვეთილო გეგმის შესაბამისად.
- აღსაზრდელთა მუსიკალური უნარების განვითარება — ვოკალი, რიტმი, სმენითი აღქმა.
- სკოლის დღესასწაულებისა და ღონისძიებებისთვის მუსიკალური აქტივობების მომზადება.
- მოსწავლეთა ინდივიდუალური და ჯგუფური მიღწევების შეფასება და პროგრესის ჩანაწერების წარმოება.
- პოზიტიური, შემოქმედებითი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა.
- სხვა პედაგოგებთან თანამშრომლობა ინტეგრირებულ პროექტებსა და ღონისძიებებში.
- სასწავლო მასალების (აუდიო/ვიდეო მასალები, აქტივობების სცენარები) მომზადება და ადაპტირება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
- მშობლებთან კომუნიკაცია — ბავშვის პროგრესის, წარმოდგენებისა და რეკომენდაციების შესახებ.
- მონაწილეობა სასწავლო პროგრამების დაგეგმვაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მუსიკის პედაგოგიკის ან სხვა მასთან დაკავშირებული მიმართულებით.
- მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება დაწყებით საფეხურზე მყოფი ბავშვებისთვის მუსიკის გაკვეთილების ჩატარების კუთხით.
კომპეტენციები და უნარები:
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა სწავლების პროცესში.
- ორგანიზებულობა და ღონისძიებების მართვის უნარი.
- კრეატიულობა და ორიგინალური იდეების გენერირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ლოკაცია: ზურაბ საკანდელიძის №9.
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 საათი (სექტემბრიდან).
- ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას.
- http://onlineacademia.ge-ზე წვდომას.
- აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრებას.
- ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იან ფასდაკლებას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 ივლისი, 2026 წელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.