მუსიკალური კონტენტის ავტორი — Novex Media

Novex Media — ლოგო
Novex Media

მუსიკალური კონტენტის ავტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ვაკანსია - მუსიკალური კონტენტის ავტორი

გიყვარს მუსიკა და გინდა რომ იყო ტექნოლოგიურად განვითარებული გუნდის ნაწილი? გაინტერესებს, როგორ იქმნება სიმღერები AI-ის დახმარებით?

ჩვენ ვეძებთ მუსიკალური კონტენტის ავტორს, რომელიც იმუშავებს AI ინსტრუმენტებთან (მაგ. Suno.ai, Udio) ახალი სიმღერების დასაგენერირებლად.

მოთხოვნები:

სავალდებულო არ არის ტრადიციული საუნდ ინჟინერიის მუშაობის გამოცდილება ძირითადად ფასდება შემოქმედებითი ხედვა, ტექსტზე მუშაობის უნარი და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება.

სასურველია შემდეგი უნარები:

** ქართული ენის გამართული წერა
** ინგლისურის საბაზისო ცოდნა - უპირატესობად ჩაითვლება
** გამოცდილება ან დაინტერესება Suno.ai-ის, Udio-ს ან მსგავს AI პლატფორმებთან
** სიმღერის ტექსტებთან მუშაობის ან შექმნის სურვილი
** საბაზისო მუსიკალური განათლება ან ელემენტარული მუსიკალური თეორიის ცოდნა - დიდ უპირატესობად ჩაითვლება
** YouTube-ის ან მსგავსი პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა - უპირატესობად ჩაითვლება, მაგრამ აუცილებელი არ არის
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მუსიკალური DAW (Digital Audio Workstation) პროგრამებიდან ერთ-ერთის გამოყენების გამოცდილება (მაგალითად: FL Studio, Ableton Live, Cubase, Logic Pro, Studio One და სხვა).

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და ინიციატივა
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია და ხარისხზე ზრუნვა
** კომუნიკაციის უნარი და გუნდურობა

რას მიიღებთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას აშშ დოლარში
** დისტანციური სამუშაოს სრული მოქნილობა
** შეთანხმებული შვებულება
** რეალური გამოცდილება AI-ტექნოლოგიებთან მუშაობაში
** განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა თანამედროვე მუსიკალურ სფეროში

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკით (დისტანციურად)
ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებაზე და შეთანხმებაზე
გადახდა - თვეში ორჯერ, აშშ დოლარში

შესაძლებელია ზრდის პერსპექტივა საცდელი ვადის შემდეგ

ვაკანსიაზე გამოხმაურებისას გთხოვთ მოგვაწოდოთ:

** მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე
** ბმული თქვენს ნამუშევრებზე ან ტექსტებზე (თუ გაქვთ)
** ნებისმიერი გამოცდილება მუსიკალურ ან AI სფეროში
** გელით თქვენი განაცხადით!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო (თუ გაქვთ) შემდეგ ელფოსტაზე: