მთვლელი
კარფური ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მთვლელის პოზიციაზე.
სამუშაო პოზიცია ხასიათდება დაბალი ფიზიკური დატვირთვით.
ლოკაცია - ლილო, ჭირნახულის ქ. 4
ანაზღაურება - 1300 ლარი
სამუშაო გრაფიკი - 5 სამუშაო დღე / 2 დღე დასვენების დღე
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დათვლა, აღრიცხვა;
- კომპანიის სტანდარტების დაცვით მუშაობა.
მოთხოვნები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა;
- 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში;
- 20% ფასდაკლება კვებაზე;
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!