მცველი- ბათუმი
შპს "გურუ ქონსთრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას მცველის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი (ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განრიგი: კალენდარული თვის განმავლობაში არაუმეტეს 168 საათისა (საშუალოდ სამ დღეში ერთხელ, 14:00 საათიდან, არასამუშაო საათებში)
ანაზღაურება: შეთანხმებით — თვეში 800-დან 1000 ლარამდე (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
სამუშაოს აღწერილობა: ღია და საჯარო სივრცეების როგორც დისტანციური, ასევე უშუალო კონტროლი; სტუმრებისა და მობინადრეების მხარდაჭერა (საჭირო ინფორმაციის მიწოდება); საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში შესაბამისი პირების ან/და უწყებების დროული ინფორმირება.
მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება;
- სულ მცირე ერთი უცხო ენის ცოდნა.
- უპირატესობა: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.