მცხობლის დამხმარე — ნატურალი

ნატურალი — ლოგო
ნატურალი

მცხობლის დამხმარე

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მარკეტების ქსელი "ნატურალი" უკვე მრავალი წელია სთავაზობს მომხმარებელს საკუთარი წარმოების პროდუქციის, მრავალფეროვან არჩევანს: მზა კერძების, ნახევარფაბრიკატების, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმის მიმართულებით.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს მცხობლის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის N111
  • სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს 18:30-06:30
  • ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
  • დამატებითი ბენეფიტი: კვება.

შესასრულებელი სამუშაო/მოვალეობები:

  • ცომის და ნახევარფაბრიკატების მომზადებაში დახმარება.
  • მზა პროდუქციის გადანაწილება კონტეინერებში შეკვეთების მიხედვით.
  • დადგენილი ნორმების და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა.
  • ხელმძღვანელის დავალებების დროულად და პასუხისმგებლობით შესრულება.
  • ცვლის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება
  • ჰიგიენური ნორმების დაცვა.

კომპეტენციები (პროფესიული/ტექნიკური): სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე არანაკლებ ექვსი თვე.

ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივლისი

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!