მთავარი ტექნიკოსის დამხმარე
DYSON CAUCASUS-ი წარმოადგენს ინოვაციურ ქართულ კომპანიას, რომლის მიზანია შეცვალოს ქვეყნის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარების მოძველებული კულტურა და დაამკვიდროს თანამედროვე ტექნოლოგიები.
მოცემულ ეტაპზე, გამომდინარე კომპანიის ზრდის სწრაფი ტემპებიდან და მაღალი საბაზრო მოთხოვნიდან, ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს დააკომპლექტოს 3 ახალი ტექნიკური ჯგუფი და დაასაქმოს მოტივირებული და ტექნიკური აზროვნების მქონე კადრები მთავარი ტექნიკოსის დამხმარის პოზიციაზე.
კომპანია სრულად უზრუნველყოფს დამხმარეების ტრენინგს, კომპეტენციის ამაღლებასა და ყველა საჭირო საინფორმაციო/მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია საქმის მაღალი ხარისხით შესრულებისათვის.
აღნიშნული პოზიცია მოგცემთ შესაძლებლობას:
- მიიღოთ ცოდნა სამშენებლო, სარემონტო, ტექნიკური კუთხით და ამასთან პრაქტიკულად განახორციელოთ სამუშაოები რეალურ პროცესებში ინოვაციური ტექნოლოგიებით.
- იყოთ მონაწილე ისეთი კომპანიის ყოველდღიური გამოწვევების გადაჭრაში, რომელიც მიზნად ისახავს და ასრულებს მთლიანად ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილებას.
- გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ პროფესიონალთა ჯგუფს მრავალწლიანი პრაქტიკითა და გრძელვადიანი ბიზნეს ხედვებით.
ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- სარემონტო და ტექნიკურ სამუშაოებზე მონაწილეობის გამოცდილება (ელექტრობა, წყალგაყვანილობა და ა.შ).
- გამოცდილება სანტექნიკური და ელექტრო ხელსაწყოების გამოყენებაში.
- შეეძლოს სრული სამუშაო განაკვეთით კომპანიაში საქმიანობა.
- სავალდებულოა B კატეგორიის მექანიკოსის ავტომობილის მართვის მოწმობა - არქონის შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დამხმარე მხარდაჭერას გაუწევს მთავარ ტექნიკოსს ისეთ პროცესებში, როგორიცაა:
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის საინსტალაციო პროცესის წარმართვა.
- წარმატებით დანერგოს პრაქტიკაში ის წესები, რომელსაც დეტალურად გაივლის კომპეტენციის ასამაღლებელ ტრენინგებზე.
- ინსტალაციისათვის გამოყოფილი ინვენტარის ხარჯვის აღრიცხვა და მოფრთხილება.
- ტექნიკური მონიტორინგი უკვე მოქმედ ინვენტარზე.
ანაზღაურება: შესრულებული საქმიანობისა და კომპეტენციიდან გამომდინარე.
მთავარი ტექნიკოსის ანაზღაურება - 1600-1800 ლარი სწრაფი ზრდის პერსპექტივით.
განაკვეთი: სრული
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
ლოკაცია: თბილისი, დიღომი