მთავარი მზარეული — Plus One

Plus One

მთავარი მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Plus One" კაფე, რომელიც მდებარეობს ათონელის ქუჩაზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ, აცხადებს ვაკანსიას მთავარი მზარეულის პოზიციაზე.

ჩვენი კაფე სტუმრებს სთავაზობს ქართულ სამზარეულოს და ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც შეძლებს სამზარეულოს სრულფასოვან მართვასა და განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • მენიუს განახლება და განვითარება;
  • კერძების კალკულაციების შედგენა და კონტროლი;
  • საწყის ეტაპზე უნივერსალი მზარეულის ფუნქციების შეთავსება;
  • სანიტარული და სისუფთავის ნორმების დაცვა და მონიტორინგი;
  • სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • სამზარეულოს გუნდის ორგანიზება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მთავარი მზარეულის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული სამზარეულოს კარგი ცოდნა;
  • მენიუს დაგეგმვისა და კალკულაციების შედგენის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზაციული უნარები.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
  • საწყის ეტაპზე საჭიროა პროცესებში სრული ჩართულობა;
  • სამუშაო საათები: 15:00 - 24:00;
  • სამუშაო ადგილი: ათონელის ქუჩა, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.