მთავარი იურისტი- ბათუმი — ბერმელი

ბერმელი — ლოგო
ბერმელი

მთავარი იურისტი- ბათუმი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
  • სასამართლო წარმომადგენლობა.
  • მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე.
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
  • საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
  • წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში.
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება.
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია.
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა.
  • პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით.
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა.
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
  • ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან.
  • რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება.
  • სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე.
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").

პიროვნული თვისებები:

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი.
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება 2500 ლარი + საბონუსე სისტემა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს.
  • პროფესიული ტრენინგებს.
  • კორპორაციულ ღონისძიებებს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.