მთავარი ინჟინერი მზის პანელების მიმართულებით — AMP Group

AMP Group

მთავარი ინჟინერი მზის პანელების მიმართულებით

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ახალი და ამბიციური კომპანია, რომელიც გეგმავს ოპერირებას განახლებადი ენერგიის ბაზარზე, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ მთავარ ინჟინერს მზის პანელების მიმართულებით. ჩვენი მიზანია საცხოვრებელი სახლებისა და საშუალო ბიზნესების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის მზის ელექტროსადგურებით (სახურავზე და მიწაზე).

კანდიდატი შეასრულებს ტექნიკური ლიდერის როლს, უხელმძღვანელებს პროექტებს და ჩაერთვება საოპერაციო გუნდის ჩამოყალიბებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მზის ფოტოელექტრული სისტემების (On-grid, Off-grid, Hybrid) პროექტირება და სიმძლავრეების გაანგარიშება (საცხოვრებელი და კომერციული სექტორისთვის).
  • ობიექტების პირველადი დათვალიერება, სახურავებისა და მიწის ნაკვეთების ტექნიკური შეფასება.
  • საჭირო მასალების (პანელები, ინვერტორები, კონსტრუქციები) სპეციფიკაციების განსაზღვრა და შერჩევა.
  • სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა, ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი.
  • სამონტაჟო გუნდის შერჩევაში, ტრენინგსა და მართვაში მონაწილეობის მიღება.
  • სემეკის (GNERC) რეგულაციების შესაბამისად, ქსელთან მიერთების (Net Metering) პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან მომიჯნავე სფეროში.
  • მზის ელექტროსადგურების პროექტირებისა და მონტაჟის მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
  • სპეციალიზებული პროგრამების ფლობა (მაგ. PVSyst, HelioScope, AutoCAD).
  • სამშენებლო და ელექტრო უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა.
  • გუნდის მართვის ან პროექტების ზედამხედველობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • ლიდერული თვისებები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • ახალი ბიზნესის/პროექტის განვითარებაში ჩართვის დიდი მოტივაცია.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს (კვალიფიკაციის შესაბამისად).
  • ბონუსურ სისტემას თითოეული წარმატებით დასრულებული პროექტიდან.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას ტექნიკური დირექტორის (CTO) პოზიციამდე.
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.