მთავარი ინჟინერი
სასტუმრო "იბის თბილისი ეარფორთ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს ტექნიკური სისტემების გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.
მდებარეობა: თბილისი, აეროპორტი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს ტექნიკური ინფრასტრუქტურის სრული მართვა და კონტროლი;
- საინჟინრო და ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა/კოორდინაცია;
- ელექტრო, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების და სხვა სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური პერსონალის მართვა და სამუშაო პროცესის ორგანიზება;
- დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- უსაფრთხოების ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
- ტექნიკური ხარჯების კონტროლი და საჭირო მასალების/აღჭურვილობის მართვა;
- პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
- წვრილმანი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური ნაწილის დაგეგმვა და კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, გრაფიკების შედგენა და დავალებების დელეგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰოსფითალითის სფეროში
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Outlook)
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
ბენეფიტები:
- დაზღვევა
- კვება
- ტრანსპორტირება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე
Tsira.gorgadze@accor.com
ან
Madona.MEGRELISHVILI@accor.com