მთავარი ბუღალტერი — მედ-დიაგნოსტიკა

მედ-დიაგნოსტიკა

მთავარი ბუღალტერი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათამდე;

ანაზღაურება: 4000 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა;
  • პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება;
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება;
  • საგადასახადო დეკლარაციისათვის დოკუმენტების მომზადება;
  • პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება;
  • შვილობილი კომპანიების ბუღალტრული მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Balance პროგრამის ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.