მთავარი ბუღალტერი — EBIT Group

EBIT Group — ლოგო
EBIT Group

მთავარი ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კლიენტი კომპანიისათვის.

სამუშაო ადგილი: თბილისი, 6 თვეში რელოკაცია წეროვანში

ინდუსტრია: წარმოება

სამუშაო ფორმატი: საოფისე

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის სრული წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:
    • სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
    • ხარჯების აღრიცხვა
    • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
    • საგადასახადო აღრიცხვა
  • ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი, მათ შორის:
    • ფულადი გადარიცხვების წარმოება
    • სალაროს ოპერაციების კონტროლი
    • საბანკო ოპერაციების ასახვა
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი
  • წარმოების თვითღირებულების (costing) დათვლა და ანალიზი
  • ინვენტარიზაციების ორგანიზება და კონტროლი
  • ბუღალტრული დოკუმენტბრუნვისა და ინფორმაციის დამუშავების კონტროლი
  • თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების (Payroll) აღრიცხვა და კონტროლი
  • თვის, კვარტლის და წლის დახურვები, მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS for SMEs ან IFRS-ის მიხედვით
  • აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა
  • ERP/ბუღალტრული პროგრამების დანერგვაში მონაწილეობა: მოთხოვნების აღწერა, ტესტირება, პროცესების ოპტიმიზაცია
  • შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება
  • თანამშრომელთა კონსულტირება ბუღალტრული და საგადასახადო საკითხების ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა, განათლება:

  • უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • საქართველო საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა

გამოცდილება:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, აქედან მინიმუმ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
  • საწარმოო მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება (თვითღირებულება/მარაგები/წარმოება)
  • პროგრამის დანერგვაში გამოცდილება (ERP/ბუღალტრული პროგრამა)
  • სასურველია პროგრამა Balance ან 1C მუშაობის გამოცდილება

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • განვითარებული მათემატიკური უნარები
  • განვითარებული ანალიტიკური უნარები
  • დეტალებისადმი ყურადღება
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

კანდიდატების შერჩევის პროცესს მართავს ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია "ებიტ ჯგუფი"

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.