მთავარი ბუღალტერი — გასა

გასა

მთავარი ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "გასა" GASA რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;
  • ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი, ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
  • საპენსიო სააგენტოს ვალდებულების დარიცხვა; საპენსიო გადარიცხვების დეკლარირება და სქემიდან ამორთული თანამშრომლების იდენტიფიცირება;
  • სტატისტიკური ფორმების შევსება;
  • პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;
  • შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველჰყოფა;
  • შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მენეჯერული რეპორტების ფორმირება, კომპანიის ყოველთვიური, კვარტალური და ყოველწლიური ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
  • საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
  • აღრიცხვის განყოფილების სამუშაო პროცესის მართვა; დაქვემდებარებულების მიერ, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა; ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

მისამართი: მერაბ კოსტავას 14 (სტამბას ტერიტორიაზე)