მთავარი ბუღალტერი
ა/კ "საქართველოს ავიახაზები" "Georgian Airlines" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
- საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად წარმოების უზრუნველყოფა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის კონტროლი, დამუშავება და შესაბამისი აღრიცხვის წარმოების უზრუნველყოფა;
- საბუღალტრო პროგრამაში (Balance) ოპერაციების აღრიცხვისა და სისწორის კონტროლი;
- ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის პროცესის მართვა;
- სალაროსა და საბანკო ოპერაციების კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა და კონტროლი;
- ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვის პროცესის ორგანიზება, ინვენტარიზაციის დაგეგმვა და კონტროლი;
- ფინანსური თვისა და წლის დახურვის პროცესის მართვა;
- ფინანსური მონაცემების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- შემოსავლების სამსახურის პორტალზე წარდგენილი დოკუმენტაციისა და საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
- აუდიტის პროცესთან თანამშრომლობა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლების მხარდაჭერა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, ინტერნეტბანკი).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
სასურველია წერილში მიუთითოთ, რა არის თქვენი მოლოდინი ხელფასთან დაკავშირებით. აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!