მთავარი ბუღალტერი — Georgia Destination Management

Georgia Destination Management

მთავარი ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კოსტავას 12 (სტამბა)

შრომის ანაზღაურება: 4, 000 - 5, 000 NET (გამოცდილების მიხედვით)

პოზიციის მიზანია: კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების ზედამხედველობა და მართვა, ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის, რეგულაციებთან შესაბამისობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურობის უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;
  • ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
  • პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;
  • შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;