მთავარი ბუღალტერი — გალაქსი ჯორჯია

გალაქსი ჯორჯია

მთავარი ბუღალტერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გალაქსი ჯორჯია" არის საქართველოში მოქმედი კომპანია, რომელიც საქმიანობს მარცვლეულისა და ცხოველთა საკვების საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და საიმედო მომსახურებას. ჩვენი მიზანია სტაბილური განვითარება, ეფექტური ბიზნესპროცესები და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვა. გუნდის გასაძლიერებლად ვაცხადებთ ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №11

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ადგილზე)

ანაზღაურება: 3000 ლარიდან (NET) - კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილად წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და დროულად წარდგენა;
  • ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებისა და აღრიცხვის კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და მონიტორინგი;
  • შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალთან მუშაობა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
  • ხელფასების დარიცხვის პროცესის კონტროლი;
  • ფინანსური ანგარიშგებებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო რეპორტების მომზადება;
  • პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და სისტემატიზაცია;
  • საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე ხელმძღვანელობის კონსულტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 1C-ის გამოცდილებას);
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 3000 ლარიდან (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.