მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
"გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას: მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერი
პოზიციის შესახებ
მსუბუქი ავტომობილების ხარისხიანი და კვალიფიციური ავტოსარემონტო სერვისით უზრუნველყოფა
შესასრულებელი სამუშაო
- სერვისის მსუბუქი ავტომობილების სექციის ტექნიკური რესურსის და სამუშაო ძალის დაგეგმარება, არსებული გამოწვევების და კონტრაქტების შესაბამისად;
- მსუბუქი მანქანების სერვისში მიღება, რეგისტრაცია, დიაგნოსტირება და ტექნიკური გამართვა;
- სერვისში არსებული მსუბუქი ავტომობილების პროფილაქტიკური სამუშაოს გაწევის ვადებისა და ხასირსხის კონტროლი;
- მსუბუქი ავტომობილებისათვის გაწეული სერვისის სამუშაოების აღრიცხვა;
- მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილების საჭიროების გამოვლენა და შესყიდვების განყოფილებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესყიდვის მოთხოვნა;
- უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ხელოსნების შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაღალ ტექნიკურ დონეზე ცოდნა;
- რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).