მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერი — გსმ სერვისი

გსმ სერვისი — ლოგო
გსმ სერვისი

მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5

სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;

სამუშაო აღწერილობა: მსუბუქი ავტომობილების ხარისხიანი და კვალიფიციური ავტოსარემონტო სერვისით უზრუნველყოფა

შესასრულებელი სამუშაო:

  • სერვისის მსუბუქი ავტომობილების სექციის ტექნიკური რესურსის და სამუშაო ძალის დაგეგმარება, არსებული გამოწვევების და კონტრაქტების შესაბამისად;
  • მსუბუქი მანქანების სერვისში მიღება, რეგისტრაცია, დიაგნოსტირება და ტექნიკური გამართვა;
  • სერვისში არსებული მსუბუქი ავტომობილების პროფილაქტიკური სამუშაოს გაწევის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • მსუბუქი ავტომობილებისათვის გაწეული სერვისის სამუშაოების აღრიცხვა;
  • მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილების საჭიროების გამოვლენა და შესყიდვების განყოფილებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესყიდვის მოთხოვნა;
  • უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ხელოსნების შესრულებული სამუშაოს კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაღალ ტექნიკურ დონეზე ცოდნა;
  • რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).