მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერი — ჯი ეს ემ სერვისი

ჯი ეს ემ სერვისი — ლოგო
ჯი ეს ემ სერვისი

მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5

სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;

"გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე

პოზიციის შესახებ

მსუბუქი ავტროტრანსპორტისთვის სათადარიგო ნაწილების იმპორტის წარმოება, საჭირო დოკუმენტების მოძიება, საბაჟოზე წარდგენა და საქონლის დეკლარირების უზრუნველყოფა

შესასრულებელი სამუშაო

  • მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების საერთაშორისო ბაზრებზე მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვისა და იმპორტის უზრუნველყოფა;
  • საწყობთან თანამშრომლობა, იმპორტის პოზიციებზე ინფორმაციის მიწოდება;
  • სასაწყობე მარაგებიდან გამომდინარე, დეფიციტური სათადარიგო ნაწილების მარაგის შევსება;
  • იმპორტის ღირებულებათა ჯაჭვის დათვლა;
  • მოთხოვნის დაგეგმარება, შესყიდვების გეგმის ბიუჯეტის დათვლაში მონაწილეობის მიღება;
  • არსებული გეგმის მიხედვით შესყიდვების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;