მშენებლობის ზედამხედველი
შპს " საქართველოს მელიორაცია " აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო პროცესების ადგილზე ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტთან, ტექნიკურ პირობებთან და მოქმედ სტანდარტებთან; ** კონტრაქტორების საქმიანობის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების შეფასება; ** სამუშაოების მიმდინარეობის გეგმის მიხედვით კონტროლი და ვადების დაცვაზე ზედამხედველობა; ** სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება; ** დეფექტების გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა; ** უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით; ** სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა; ** პროექტებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი; ** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და ანალიზის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office და სხვა საჭირო პროგრამები) ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** მართვის მოწმობა (კატეგორია B).