მშენებელი ინჟინერი — სოლუმ დეველოპმენტი

სოლუმ დეველოპმენტი

მშენებელი ინჟინერი

₾3000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სამშენებლო კომპანია სოლუმ დეევლოპმენტი ( www.solum.ge) იწვევს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით პრაქტიკოს მშენებელ ინჟინერს (პრარაბს), რომელიც არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული და შეუძლია მის დაქვემდებარებაში არსებული 20 მდე მუშა პერსონალისგან შემდგარი გუნდის შედეგიანი მართვა. არის საკმაოდ ენერგიული რომ გაუმკლავდეს 12 სართულიან საცხოვრებელი კორპუსის ობიექტზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ერთდროულ მონიტორინგს, დაწყებული პირველი სართულიდან დამთავრებული მე 12 სართულით. არის მზად აიღოს თავის თავზე სრული პასუხისმგებლობა სამშენებლო პროცესის დათქმული ხარისხით და უსაფრთხოების წესების დაცვით შესრულებაზე.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება პრაქტიკოს მშენებელ ინჟინრად (პრარაბად).
  • მკაფიოდ ჩამოყალიბებული ლიდერული თვისებები.
  • შეუძლია 20 კაციანი სამუშაო გუნდის ეფექტური მართვა.
  • ენერგიულობა და მრავალფეროვანი სამუშაოების ერთდროულად მონიტორინგის უნარი.
  • სრული პასუხისმგებლობის აღების უნარი სამშენებლო პროცესის ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით შესრულებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ობიექტზე დასაქმებული პერსონალისა და ბრიგადების ხელმძღვანელობა.
  • სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი მითითებებისა და განმარტებების მიცემა.
  • საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე პირების (არქიტექტორის, კონსტრუქტორის, საინჟინრო ქსელების საპროექტო გუნდის) ჩართვა ტექნიკური საკითხების განხილვაში და სწორი, გადამოწმებული გადაწყვეტილებების მიღება.
  • ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლა.
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის დამოწმება (სამუშაოების ჩაბარება).
  • ინფორმაციის გადაცემა ოფისისთვის მიღება-ჩაბარების აქტის მოსამზადებლად.
  • მშენებლობაზე საჭირო სამშენებლო მასალების მოთხოვნის დროული ფორმირება და შესყიდვის სამსახურზე გადაცემა.
  • მიღებული სამშენებლო მასალების დათვლა, ხარისხის ვიზუალური შემოწმება.
  • სამშენებლო პროექტის მსვლელობისას საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი ტექნიკური ხასიათის ხარვეზების, გაუმჯობესების წინადადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მენეჯმენტისთვის, პროექტში კორექტირებების დროულად ინიცირების მიზნით.
  • სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპების დასრულების ინიცირება, კომუნიკაცია საზედამხედველო კომპანიის ინსპექტორთან ეტაპების დროულად დახურვის მიზნით.
  • ობიექტზე დასაქმებულ შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან ნაყოფიერი თანამშრომლობა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი პირების დროული გამოვლენა, გაფრთხილება. საჭიროების შემთხვევაში (განმეორებითი დარღვევა) სამშენებლო უბნიდან მათი განრიდება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

სამუშაო უბნის ლოკაცია: ზემო ფონიჭალა, ღოღობერიძის ქუჩა.

ანაზღაურება: თვეში ფიქსირებული 3000 ლარი (ხელზე) + პრემიალური დანამატი პროექტის ხარისხიანად და დროულად დასრულების შემთხვევაში.