მშენებელი
კომპანია "დი ენ დი სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლის პოზიციაზე.
კომპანია ეძებს 4 თანამშრომელს, რომლებიც ჩაერთვებიან სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო მოედნის მომზადება;
- საძირკვლის სამუშაოების შესრულება;
- არმატურის მოქსოვა;
- მზა ბეტონის ჩასხმა;
- საჭიროების შემთხვევაში ბეტონის ადგილზე მომზადება (მოზელვა);
- დამიწების კონტურების მოწყობა;
- სამშენებლო მასალების სხვადასხვა სართულზე ატანა და სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა;
- სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტის დასუფთავება;
- სამუშაოების შესრულება შესაძლებელია მიწის ზედაპირზე, სახურავზე, ან სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებზე, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
- სხვა დამხმარე სამშენებლო სამუშაოების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
პირობები:
- პირველი 3 თვე წარმოადგენს გამოსაცდელ პერიოდს;
- გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომელთან გაფორმდება 1-წლიანი შრომითი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ანაზღაურება გადაიხედება და გაიზრდება შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
- სამივლინებო ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს კომპანია;
- სასტუმროს ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია.
მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკური შრომის შესრულების მზადყოფნა.
სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.