მსესხებლების მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი- ბათუმი
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +"-ის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
"express capital +" გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: სესხის მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
პოზიციის მიზანი:
კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
1. ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:
- კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
- მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
- მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
- ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი)
- ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
- პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია;
2. სამეურნეო მოვალეობების შესრულება:
- ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;
- წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
- კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული
+ ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისად დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი.
+ ავტომანქანის იჯარა
სავალდებულო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება
შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელებელ პირებთან პარალელურად.
უნარები:
- გუნდურობა
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სამუშაოს ორგანიზება
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ, შაბათი - 10:00- 14:00 სთ
P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.