მოტო სერვისის თანამშრომელი — Zava

Zava

მოტო სერვისის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Zava არის საქართველოში დაფუძნებული ბრენდი და ფიზიკური მაღაზია, რომელიც სპეციალიზდება ოფროუდ მოტოციკლებსა და ელექტრო ბაიკებში, ასევე ყველა ასაკის მხედრისთვის განკუთვნილ ეკიპირებაში.

ჩვენი მიზანია, ოფროუდ და ელექტრო მოტოსპორტი საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გავხადოთ. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მწარმოებლებთან და თითოეულ პროდუქტს ვარჩევთ ხარისხის, გამძლეობისა და პრაქტიკული გამოყენების კრიტერიუმების მიხედვით.

"Zava" მხოლოდ გაყიდვების პლატფორმა არ არის — ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს სწორი ბაიკის, ზომისა და ეკიპირების შერჩევაში, როგორც შეძენამდე, ისე შეძენის შემდეგ.

ვაკანსია: მოტო სერვისის თანამშრომელი

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, კანდელაკის ქუჩა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 11:00 - 20:00; შაბათი: ნახევარი განაკვეთი

თუ ხარ შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, აქტიური და პოზიტიური ადამიანი, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • ინიციატივის გამოჩენა;
  • პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ახალი ცოდნის მიღების მზადყოფნა.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც არ ერიდება სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულებას და მზად არის განვითარდეს მოტო ინდუსტრიაში.

მოთხოვნები:

  • შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა;
  • პოზიტიური დამოკიდებულება;
  • აქტიურობა და ენერგიულობა.