მოტო პატრული — ალგანი

ალგანი — ლოგო
ალგანი

მოტო პატრული

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს მიღებას მოტო პატრულის პოზიციაზე;

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სავალდებულოა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (A კატეგორია).

მოვალეობები:

  • სამეთვალყურეო მართვის ცენტრიდან შემოსულ სიგნალ განგაშებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
  • საჭიროების შემთხვევაში დაცული ობიექტების შემოწმება და კონტროლი.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 21:00სთ-მდე. შაბათი და კვირა დასვენება.
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარი

უნარები:

  • პუნქტუალობა, დისციპლინა;
  • ენერგიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • სპორტული აღნაგობა

დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!