მორიგე რეგისტრატორი
შპს „ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.
ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს (დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა)
ანაზღაურება: ნამუშევარი საათების მიხედვით
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით)
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული)
- საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე