მორიგე ექთნის დამხმარე — კარდიოლოგიური კლინიკა გული

კარდიოლოგიური კლინიკა გული — ლოგო
კარდიოლოგიური კლინიკა გული

მორიგე ექთნის დამხმარე

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის დამხმარის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • პაციენტის თერმომეტრიზაცია, წონა/სიმაღლის განსაზღვრა, მონიტორინგი (წნევა, პულსი);
  • ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
  • სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა, საწოლისა და თეთრეულის მოწესრიგება;
  • ხელმძღვანელის მითითების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).

სხვა უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეების ათვისების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. შესაძლებელია დასაქმება ნახევარ განაკვეთზე (4 მორიგეობა თვეში);

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. N3

უპირატესობები:

  • კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა
  • ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში