მორიგე ექოსკოპისტი
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექოსკოპისტის პოზიციაზე.
მორიგეობა: 16 სთ (შაბათ-კვირას 24 სთ)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
- ექოსკოპისტად მუშაობის გამოცდილება (მათ შორის სავალდებულოა სამეანო ექოსკოპიის ცოდნა და გამოცდილება)- მინიმუმ 2 წელი;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 აგვისტო.