მონიტორინგის თანამშრომელი
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით)
სამუშაო ადგილი: საქართველო.
ძირითადი მოვალეობები:
- დავალების შესაბამისად, მოინახულოს სავაჭრო ობიექტები.
- სავაჭრო ობიექტებში განახორციელოს პლანოგრამის დაცვის მონიტორინგი.
- შეტანილი პროდუქციის რაოდენობის მონიტორინგი.
- ვადების მონიტორინგი.
- თაროს მოწესრიგებულობა.
- შედეგების წერილობით და სურათებით აღწერა.
- ფოტო-მასალის დამუშავება/გადატანა კომპიუტერში.
- უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა.
კანდიდატის პროფილი:
- აუცილებელია მართვის მოწმობა: (B კატეგორია) (საკუთარი ავტომობილით).
- Excel-ში მუშაობის გამოცდილება — ცხრილების შედგენა, მონაცემების დამუშავება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
- ორგანიზებულობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება: 1500 (ათას ხუთასი) ლარი + საწვავი.
შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "აის ლენდ ჯორჯია"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
გისურვებთ წარმატებას!