მონიტორინგის სპეციალისტი / ისთ ფოინთი — Cenomi Retail

Cenomi Retail — ლოგო
Cenomi Retail

მონიტორინგის სპეციალისტი / ისთ ფოინთი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია: სენომი

პოზიცია: მონიტორინგის სპეციალისტი

ლოკაცია: ისთ ფოინთი (თბილისი)

"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.

სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული სრული განაკვეთი, ცვლებში (კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიის თანამშრომლებისათვის ძირითადი საკონტაქტო პირი დანაკარგების, ზარალისა და უსაფრთხოების საკითხების კუთხით;
  • საეჭვო ქცევის ან პოტენციური საფრთხეების აღმოსაჩენად საქმიანობის მონიტორინგი;
  • კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქურდობის ან უსაფრთხოების საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • საგამოძიებო მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების შენახვა და მოძიება;
  • კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობა;
  • გამოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის გარე უწყებებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესზე დასწრება;
  • ქურდობის, თაღლითობის ან უსაფრთხოების ინციდენტების საქმეების მხარდასაჭერად დეტალური ანგარიშებისა და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა;
  • ქურდობის შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი მოქმედება;
  • ქურდობისა და თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენის ინიციატივების შემუშავება;
  • მაღაზიების CCTV სისტემის, Sensomatic სისტემის და ყველა დაკავშირებული მოწყობილობის გამართულად მუშაობის კონტროლი, ტექნიკური მომსახურებისთვის ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია დანაკარგების პრევენციის მიზნებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • დანაკარგების პრევენციის ან/და მონიტორინგის მიმართულებით მუშობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ დაზღვევას;
  • სატელეფონო ლიმიტს;
  • ანაზღაურება: 1600 ლარი.