მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი — ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი — ლოგო
ევროპროდუქტი

მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის #25

სამუშაო გრაფიკი #1: დილის ცვლა - 08:30 საათიდან 16:00 საათამდე, საღამოს ცვლა - 15:30 საათიდან 23:00 საათამდე, კვირაში 6 დღე, 1 დღე დასვენება;

სამუშაო გრაფიკი #2: 08:30 საათიდან 23:00 საათამდე, 2 დღე მუშაობა, მომდევნო 2 დღე დასვენება, თვეში 15-16 სამუშაო დღე, (თვეში 2 ღამის ცვლა);

საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი + სტაჟის დანამატი;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
  • არსებული დარღვევების აღმოჩენა;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

  • კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.